logo_geo
„ბა, დიდი გავხდი, აღარ დამხვდი“ - ირმა გიგანი ჯანსუღ ჩარკვიანს ემოციურ პოსტს უძღვნის
- +

7 ნოემბერი. 2017. 19:51



პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები,

დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები,

შენ რომ დიდი გახდები, შინ რომ აღარ დაგხვდები,

სხვას რომ ვერას გავხვდები, სულში ჩაგისახლდები.

 

როცა შენ დაქალდები, როცა მე გავქვავდები,

ისე არ დავღამდები, ისე არ გავქვავდები

იქედან არ გინათო, ხშირად, განა ძვირადო,

მერე უფალს იმას ვთხოვ, გადავიქცე ირმათო.

 

რქებზე ჩამოვიკიდებ, შენს სიყვარულს ზინათად,

შენს სახელზე ძვირფასო მთებში ვივლი ირმადა!

 

პატარა ირმას - ჯანსუღ ბაბუ

 

ბა. დიდი გავხდი - აღარ დამხვდი...

 

სულში ჩამისახლდები - მე გულით გატარებ სამუდამოდ... ჩემო სინათლევ - ვიცი რომ იქიდან მინათებ.

 

პანაშვიდი: სამშაბათი, ოთხშაბათი 17:00

პეკინის N2 , პირველი სადარბაზო, მესამე სართული

 

გასვენება : სამება - 14:00.

დაკრძალვა - მთაწმინდაზე", - წერს ირმა გიგანი.


 

big_banner
არქივი