logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: გილოცავ დე, დაბადების დღეს!
- +

7 ნოემბერი. 2017. 20:01



ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:



„დე! ეს კადრები ამ ცოტა ხნის წინ ვნახე, ზაურ ბოლქვაძემ რომ გიმღერა, მერე ფეხზე წამოგიდგა - ჩვენ მარტო უფროსებს კი არა ფეხზე პატარებსაც ვუდგებით, თქვენი მომავლის იმედი გვაქ, თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს ქვეყანა, ზოგმა სიმღერით, ზოგმა ფეხბურთელობით, ზოგმა მეცნიერებით, ექიმობით, მაგრამ რაც არ უნდა აკეთოთ, ღირსეულ კაცებად უნდა დარჩეთო... დედას კი დედამიწის ყველა სიკეთე და სიხარული შენთვის ემეტება და ოცი წლისასაც ამას გეუბნები ორმოცდაათისასაც ამას გეტყვი და სულ, სანამ ვიქნები - უსამართლოდ არასოდეს არავის მოექცე, არავინ დაჩაგრო, გული არავის ატკინო, ადამიანებს დაეხმარე რამდენიც და რამდენჯერაც შეგეძლოს და სიკეთე არ გამოიზოგო!!!

 

ვაკუნა, გილოცავ დე, დაბადების დღეს!" - წერს კვაჭანტირაძე. 


 

 

 

 

big_banner
არქივი