logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: გიორგი ონიანი დიდი სიამოვნებით აწამებდა პატიმრებს!
- +

8 ნოემბერი. 2017. 16:09



უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი ონიანის შესახებ წერს:


„გიორგი ონიანი...

2007 წელს ცნობილი ჯალათი...

 

ორთაჭალის ციხეს რომ მოადგებოდა მაშინდელ დეპარტამენტის უფროსთან ერთად, უკვე ვიცოდით, რომ სისხლის გუბეების დასაყენებლად მოდიოდა...

 

ხშირად იყვნენ ნასვამები და არაადამიანური ხმები ისმოდა ციხიდან პატიმრებისა...

 

ლალი აფციაური - ეს ადვოკატი იმიტომ მიყვარს, რომ მაშინ რამდენიმე ადვოკატი შევდიოდით ნაწამებ პატიმრებთან, სხვები ვერ ბედავდნენ და ვხედავდით სასტიკად ნაწამებ პატიმრებს!

 

ონიანზე არ გაბედოს არცერთმა ადვოკატმა იმისი თქმა, რომ ადვოკატთა კორპუსს ებრძვიან!

 

ზონდერი 2012 წლიდან თავის ლიდერებთან ერთად უნდა დაეკავებინათ და რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო, დღეს ამდენს ვეღარ გაბედავდნენ!

 

ონიანი დიდი სიამოვნებით აწამებდა პატიმრებს და მერე კმაყოფილი გამოდიოდა!

 

ეს ძალიან მცირე სასჯელია იმასთან, რასაც იმსახურებს!

 

ადვოკატთა კორპუსი დაემსგავსა კრიმინალების თავშესაფარს და იმედი მაქვს, ახალი არჩევნების მერე ახალი თავმჯდომარე იმუშავებს კანონში ცვლილებების შესახებ, რომ ყველა დეგრადირებული ამება ადვოკატი ვერ გახდეს!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.








 

big_banner
არქივი