logo_geo
ირმა გიგანი ჯანსუღ ჩარკვიანს: გულით გატარებ სამუდამოდ... ჩემო სინათლევ - ვიცი, რომ იქიდან მინათებ...
- +

8 ნოემბერი. 2017. 16:10



ჯანსუღ ჩარკვიანის შვილიშვილი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში პოეტის ლექსსა და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„შენ რომ დიდი იქნები,

მე რომ აღარ ვიქნები,

დამასიე ფიქრები,

როგორც თოვლის ფიფქები,

შენ რომ დიდი გახდები,

შინ რომ აღარ დაგხვდები,

სხვას რომ ვერას გავხდები

სულში ჩაგისახლდები,

როცა შენ დაქალდები,

როცა მე გავქვავდები,

ისე არ დავღამდები,

ისე არ გავქვავდები

იქიდან არ გინათო,

ხშირად, განა ძვირადო,

მერე უფალს იმას ვთხოვ,

გადავიქცე ირმათო,

რქებზე ჩამოვიკიდებ,

შენს სიყვარულს ზინათად,

შენს სახელზე, ძვირფასო,

მთებში ვივლი ირმადა!

 

პატარა ირმას - ჯანსუღ ბაბუ

 

ბა. დიდი გავხდი -

აღარ დამხვდი...

სულში ჩამისახლდები - მე გულით გატარებ სამუდამოდ... ჩემო სინათლევ - ვიცი, რომ იქიდან მინათებ", - წერს ირმა გიგანი.








 

big_banner
არქივი