logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ნიკა მელია პანიკაშია
- +

9 ნოემბერი. 2017. 15:43


„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:


„მელიას გამოხტომას რაც შეეხება - ეგოისტი პრიმიტივის გარდა, ვინ გადაიტანდა ყურადღებას ონიანის განაჩენიდან საკუთარ თავზე? ალბათ, ვერ ხვდება, რომ ონიანისთვის ეს ცუდია, რომც ხვდებოდეს, არ ანაღვლებს. შეიძლება პანიკაშია - მისი საქმეცაა სასამართლოში ივანიშვილის 80 მილიონზე, ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში - გამოვარდა და კომიკურად გიგის ესვრის ტალახს - სამი დაბადების დღე რომ ციხეში გაატარა.

 

მოკლედ, დაწყნარდი, ნიკა - როდესაც ამ ტურბულენტურ რეგიონში საჯარო ცხოვრებას იწყებ, უსამართლო, პოლიტიკური ციხისთვისაც მზად უნდა იყო - მე ასე ვარ, გიგი ასე იყო და არის, გიგაც ასეა და ბევრი სხვაც. დარწმუნებული ვარ - ონიანიც. არაა აუცილებელი პანიკაში საქციელის ბოლომდე დაკარგვა და შურისძიების მსხვერპლი კაცისგან, ყურადღების საკუთარ სიბრიყვეზე გადატანა.

 

Try to be a man. მიუხედავად იმისა, რომ უიმედო ხარ, მაინც სცადე", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.



 

big_banner
არქივი