logo_geo
„საქმე ე.წ. კლუბური ნარკოტიკების და მარიხუანის გაყიდვის დაკანონებისკენ მიდის“
- +

13 დეკემბერი. 2016. 23:51


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არის, რბილად რომ ვთქვა სრული აბსურდი!

 

დავიწყებ უმარტივესით: დეკრიმინალიზაციის მომხრეების ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ კაიფში მყოფი არ უნდა დაიჭირონ. კი ბატონო, აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ აქ მასინვე თავს წამოყოფს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლი - გაუთქმელობა, რომლითაც პოლიცია მაინც დაიჭერს. კაიფში ხარ? მაგისთვის არ გიჭერ, მაგრამ სად დაბოლდი? ავტობუსში იდგა კვამლი, თუ ქუჩაში მოგაბოლა ვიღაცამ? შეიძინე? სად? (იცი სადაც არის ნაქურდალი და მალავ? იცი ვინ არის მკვლელი და არ ამხელ?)

 

ვიმეორებ, როცა არის დეკრიმინალიზაციაზე საუბარი, უნდა მოხდეს „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე" დაკავების და დაკავებულთან შედარებით პოლიციელის ჩვენების უპირატეს პოზიციაში ყოფნის აბსოლუტური აღმოფხვრა.

 

და ყველაზე მთავარი: იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული „სუფთა" იქნება, აუცილებელია პოლიციელის სულ მცირე იმავე თანხით დაჯარიმება, რა თანხითაც დაკავებულს დააჯარიმებდნენ, განმეორების შემთხვევაში კი სამსახურიდან გაგდება. გაშვება კი არა, გაგდება.

 

ის, რომ ამ თემაზე აბსოლუტურად არავინ საუბრობს და უკვე სიტყვა ლეგალიზაციამაც გაიჟღერა, რატომღაც მგონია, რომ საქმე ე.წ. კლუბური ნარკოტიკების და მარიხუანის გაყიდვის დაკანონებისკენ მიდის. აი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, აუცილებლად დასადგენია",- წერს გაბრიჭიძე.



 


 

big_banner
არქივი