logo_geo
პაატა ქურდაძე: სანამ ერის მაღალი თვითშეგნების მქონე ნაწილი ტიტლიკანა ჭინკებს დასდევს...
- +

14 დეკემბერი. 2016. 00:30

 

 

მწერალი პაატა ქურდაძე ამერიკის ახლ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომ სახელმწიფო მდივნად რექს ტილერსონი დაინიშნება სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„სანამ ერის აქტიური და მაღალი თვითშეგნების მქონე ნაწილი სვანეთში ტიტლიკანა ჭინკებს და ნახევრადტიტლიკანა ზეკაცებს დასდევს, ტრამპმა მომავალ სახელმწიფო მდივნად პუტინის ძმა და მეგობარი რექს ტილერსონი დაასახელა, ამერიკის ყველაზე დიდი „ნავთობის მეფე" ExxonMobil- ის შეფი.

 

საძაგელი სიმყრალე მოდის მომავლიდან, ახალი რიბენტროპ მოლოტოვის პაქტის... მხოლოდ მას ლავროვ - ტელერსონის სახელი დაერქმევა",- წერს ქურდაძე.










 


 

big_banner
არქივი