logo_geo
ედმონდ მინაშვილი: დიდი მადლობა, ბატონო ჯანსუღ, მეგობრობისთვის...
- +

14 ნოემბერი. 2017. 19:38



„ერთ დღეს მირეკავს ბატონი ჯანსუღი და მთხოვს, რომ ვესტუმრო სახლში, მეც, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ვეწვიე..." - წერს მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში.


„ერთ დღეს მირეკავს ბატონი ჯანსუღი და მთხოვს, რომ ვესტუმრო სახლში, მეც, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ვეწვიე...

-გუშინ გიყურე ტელევიზიით და მადლობა მინდა გადაგიხადო ამ საშვილთაშვილო საქმისთვისო, ცრემლებს ვერ ვიკავებდიო, ლექსი მივუძღვენი შენს „შინდისის გმირებს" და მინდა, გაჩუქო დიდი სიყვარულით და პატივისცემითო...

 

გმირთა სახელით მიწა სულ იძვრის,

გმირი მაინც გვყავს, ვერ ვიტყვით ძვირსა,

ვითარცა ცხრა ძმა ხერხეულიძის,

ცაში გული ძგერს ჩვიდმეტი ძმისა,

ბევრმა ქარქაშში ხმალი ჩააგო,

თქვენს სულებს ცაში მარად შევყურებთ,

თუმც საქართველომ ომი წააგო,

თქვენ გიმზერთ მარად გამარჯვებულებს,

თქვენი სიკვდილი იმ სიკვდილს არ ჰგავს,

თქვენს სახელს სხივი ადგას ღვთიური,

წუთისოფელი კარგია, მაგრამ

უფრო დიდია მარადიული".

მოგვიანებით ეს ლექსი ჩემს დოკუმენტურ ფილმში გამოვიყენე, სადაც ბატონი ჯანსუღი თავად კითხულობს...

დიდი მადლობა, ბატონო ჯანსუღ, მეგობრობისთვის, ღმერთმა ნათელში გამყოფოთ!" - წერს მინაშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 









 

big_banner
არქივი