logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: გოგაშვილს რომ ვერაფერი დააკლო, ახლა უკვე ახალი სამიზნე და მსხვერპლი შეარჩია...
- +

14 ნოემბერი. 2017. 22:30



ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შესახებ წერს:


„ადრე სოსო გოგაშვილის გარეშე ვერ სუნთქავდა ეს „კედლის გაზეთი" და ყველა ნომერში სოსო გოგაშვილი „გვესალმებოდა"! ... უშნომ და ბოროტმა, ათასჯერ მაინც დააანონსა, გოგაშვილს მოხსნიანო, მაგრამ გოგაშვილი კერკეტი კაკალი გამოდგა და ელისოს გასაკვირად, დღემდე თანამდებობაზე რჩება.

 

გოგაშვილს რომ ვერაფერი დააკლო და ვერაფერი გამოსძალა, ახლა უკვე ახალი სამიზნე და მსხვერპლი შეარჩია...

 

„ქრონიკა +"-ის მთავარ გვერდს, ნაცვლად სოსო გოგაშვილისა, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ფოტო ამშვენებს სათაურით; „გაზაფხულზე პრემიერი შეიცვლება".

 

როგორც ჩანს, ქალბატონმა ახალი დაკვეთა მიიღო დავით თარხან-მოურავისგან, - მთავრობის გადაყენებაში და კვირიკაშვილის დისკრედიტაციაში დამეხმარეო!... ჯერ ხომ, სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაში და მილიონიანი საპროტესტო ჯაჭვის გაკეთებაში დაეხმარა და ახლა, თარხან-მოურავმა დაითრია დიდი „დესანტის" მეთაური... კარგით, დავუშვათ, დაკვეთა გავიგეთ, დამკვეთიც და გადამხდელიც, მაგრამ... ერთი რამ ვერ გავიგე... ეს ადამიანი, ასე ხელაღებით, თუ ნებისმიერისგან იღებს შეკვეთებს, ფულის სანაცვლოდ, მაშინ რატომ არის, რომ ფულების შოვნაში გაწაფული და პოლიტიკაში უნებლიეთ, ბუნდოვანი გზებით პორტირებული „მებაჟე" დავით თარხან-მოურავი, ასე ბითური და გოიმია? „მებაჟემ" ხომ შესანიშნავად იცის „ქრონიკა+"-ის რეიტინგიც და ტირაჟიც, ასევე ის, რომ წამგებიან თემებში ფულის ჩადება მისთვის არანაირი ხეირი არაა პოლიტიკურად თუ ფინანსურად?!.. ეს ცოტა უცნაურია... თუმცა, არსებობს ასეთი ინფორმაციაც, რომ თავად თარხან-მოურავი, რომელიც ძალიან ხშირად იმყოფება უცხოეთში, სწორედ მას აფინანსებს გასაიდუმლოებული ძალები, კონკრეტულად ხელისუფლებისა და კვირიკაშვილის წინააღმდეგ, საპროტესტო ტალღა რომ ააგოროს და ამ იდეის განხორციელებაში, მან მთავარ მოკავშირედ, შესაძლოა გაკოტრებული გაზეთი და მისი დამფუძნებელი „ჟურნალისტი" ელისო კილაძე დაიყენოსო...

 

არანაირი „ო"... პრინციპში, ეს რომ მართლაც 100%-იანი სიმართლე იყოს, მათემატიკური ანგარიშითაც კი, დავით თარხან-მოურავი არაფერს არ აგებს... მას თუ აფინანსებენ და შემდეგ ის დააფინანსებს სხვას... ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თარხან-მოურავი პირველ პირთან - დამფინანსებელთან ელისო კილაძეს, ცხადია, არ გააჭაჭანებს და ეს ფულის პუტანკაც, ცხადია, მეორე ხარისხში ჩამოლაბორანტდება, თავისთავად... არადა, რა დრო იყო, უკრაინის აეროპორტში მიშას დაცვის წევრები და თვით მიშაც კი „მუშკაზე" რომ ჰყავდა??!.. ეჰ, ჩემო თარხან, ბოლოს და ბოლოს, ამ ბნელი დედაკაცის იმედზე დარჩი? ღმერთმა ნუ ქნას, ზღაპარია, ვიცი...ნეტავ, ოდესმე ისე გაძლიერდე, რომ ან შენი გადაგდებული მთავრობა, ან შენი გადაყენებული პრემიერი მანახა რა... არ მეტკინა არაფერი.

 

ფუუ, თქვე უნამუსოებო, წესიერ ადამიანს ყველაფერი შესძულდება ამ ქვეყანაში, პოლიტიკაც და ჟურნალისტიკაც... სავაჭრო დუქნად გადააქციეთ ქვეყანა, თქვე პოლიტპუტანებო!..." - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

 

 


 

big_banner
არქივი