logo_geo
გიორგი ლიპარიშვილი: მერე რა, რომ განსხვავებულად ლაპარაკობს?! ღირსეული კაცია...
- +

16 ნოემბერი. 2017. 14:18



ბლოგერი გიორგი ლიპარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩვენმა მზემ,

 

ერთ დღეს რომ განსხვავებულს ვიცავთ და მეორე დღეს განსხვავებულს გადავუვლით, ცოტა მეტიჩრობა მგონია.

 

გილიგა (გიორგი გილიგაშვილი), წლების წინ, ბენდუქიძის შოუს, რეალითი შოუ „შეგირდის" გადაღებებზე გავიცანი. სრულიად უცნობებს, მთელი დღით გარე გადაღებებზე მომუშავეებს, მოულოდნელად გაგვიმასპინძლდა...

 

ერთხელ, იატაკის ჯოხივით გამხდარს მითხრა, ჯიშიანი კაცი ყოფილხარ, ჩოხა როგორ მოგიხდაო. ქორწილში მიმავალს თავისი ჩოხა და ხანჯალიც მათხოვა.

 

აღარც მახსოვს, როდის დავმეგობრდით. ერთ დაძახებაზე გამომქცევი მეგობარია. საბავშვო ოლიმპიადისთვის ბავშვებისთვის გრაგნილი წერილების დარიგება ვთხოვეთ. ჰონორარზე გადაირია. ბავშვების საქმეზე თანხა რა სახსენებელიაო.

 

ღირსეული კაცია. მერე რა, რომ განსხვავებულად ლაპარაკობს, მერე რა, რომ მორწმუნეა, მერე რა, რომ ადამიანია?!

 

არც არავისზე მეტი და არც არავისზე ნაკლები ბიჭები ვართ.

 

ჩვენმა მზემ", - წერს ლიპარიშვილი.







 


 

big_banner
არქივი