logo_geo
რუსუდან შარაძე: შეგნებულად ავარიდე თავი გიორგი ბარათელის დახვედრას...
- +

17 ნოემბერი. 2017. 13:07



აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


 

„ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჟურნალისტებო - ნაცნობებო, უცნობებო!

 

მგონი, უპასუხოდ არავინ დამიტოვებიხართ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

 

შეგნებულად ავარიდე თავი დღეს საქართველოში ყოფნას და გიორგი ბარათელის დახვედრას. არც დეტალები ვიცი, რომელ საათზე გამოდის და ა.შ... ვიფიქრე, ცოტა დრო მაინც სჭირდება, რომ ყველასგან და ყველაფრისგან დაისვენოს, მათ შორის, ჩემგანაც. როგორც იცით, ბარათელი და მე, შარშან, სამჯერ შევხვდით ერთმანეთს და ერთად რომ შევკრიბოთ, 8-9 საათი მაინც ვისაუბრეთ. ასე რომ, დღეს, ჩემს ციხის კართან დგომას, შესაძლოა, მხოლოდ პიარის (უკეთესი სიტყვა ვერ ვიპოვე) სახე ჰქონოდა, რაც, ჩემი აზრით, ბარათელს სულ არ ესიამოვნებოდა. არადა, ყველაზე მეტად, ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთ", - წერს შარაძე.

 



 

big_banner
არქივი