logo_geo
არჩილ გამზარდია: სკანდალად რომ იქცა ზუგდიდის მერის მიერ „დრესკოდის“ შემოტანა, პატარა ამონარიდს დავდებ...
- +

14 დეკემბერი. 2016. 12:47


 

„მოკლედ, სკანდალად რომ იქცა ზუგდიდის მერის მიერ „დრესკოდის" შემოტანა, პატარა ამონარიდს დავდებ ჩაცმულობის წესებიდან, რომელიც სტანდარტია სერვის და საკონსულტაციო ცენტრებში, ხშირად ბანკებში, საცალო გაყიდვების ქსელში და ა.შ." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.

 

„ჩაცმის სტილი:

ჩაცმის სტილი, ეს არის სამუშაო გარემოს ნაწილი და დიდ გავლენას ახდენს კომპანიის იმიჯზე, საქმიან კონტაქტებზე, მომხმარებელთა განწყობაზე.

 

კომპანიის თანამშრომელთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი და აკადემიური.

 

მამაკაცების ჩაცმულობისა და ჰიგიენის ელემენტები:

 

პიჯაკი და კლასიკური სტილის შარვალი ან კოსტიუმი;

 

პერანგი: ღია ფერის, არათვალშისაცემი ტონის. შესაძლებელია ზოლიანი და ოდნავ შესამჩნევი უჯრედებიანი;

 

ჰალსტუხი - მშვიდი ფერების, რომელიც შეეხამება პერანგსა და კოსტუმს; ჰალსტუხი უნდა იყოს უფრო ღია ფერის, ვიდრე კოსტიუმი, და უფრო მუქი, ვიდრე პერანგი.

 

კლასიკური სტილის ტყავის ფეხსაცმელი შავი ან ყავისფერი ფერის;

 

სუნამო - დაუშვებელია მძაფრი სურნელის ოდეკოლონის ან სუნამოს გამოყენება;

 

ვარცხნილობა - მოწესრიგებული, გაკრეჭილი, ახლად გაპარსული.

 

კომპანიის თანამშრომელი ქალების ჩაცმულობისა და ჰიგიენის ელემენტები:

 

კლასიკური საქმიანი ჩაცმულობა;

 

ქვედაბოლო - სადა, კლასიკური სტილის;

 

შარვალი - კლასიკური სტილის;

 

პიჯაკი ან თხელი სადა ჟაკეტი;

 

პერანგი ან ბლუზონი;

 

მაისური - არასპორტული, წარწერებისა და ნახატების გარეშე;

 

ფეხსაცმელი - კლასიკური, დახურული, არასპორტული;

 

სამკაულები - ნაზი, არ უნდა იყოს ზედმეტად დატვირთული და თვალშისაცემი;

 

სუნამო - დაუშვებელია მძაფრი სურნელის მქონე სუნამოს გამოყენება;

 

ვარცხნილობა - დაუშვებელია ექსტრავაგანტული ვარცხნილობა და თმის ფერი;

 

P.S. დეტალებზე შეიძლება სადმე ვიკამათოთ, მაგრამ არსებობს წესი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა კერძო კომპანიაში თუ საჯარო დაწესებულებაში.

 

მაგალითად, მე, ჩემთვის სასურველი ვიზუალის გამო, გარკვეული კომპანიების დრესკოდში ვერ ვჯდები, ეს ბუნებრივია, რომ გრძელი თმა, ხშირად მოუწესრიგებელი წვერი, ჯინსები, ზურგჩანთით სიარული და ა.შ. ვერ ჯდება სტანდარტებში.

 

ასე რომ, სულაც არაა ბევრი რამე აღმაშფოთებელი", - წერს გამზარდია.




 

big_banner
არქივი