logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩიორაზე სულ მეცინება, რაც გაშუშებული თვალებით დაიწყო ბელადზე ლაპარაკი
- +

14 დეკემბერი. 2016. 13:36



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, გიგა ბოკერია კობა ხაბაზს ემუქრება.


აღნიშულ განცხადებას ჩერგოლეიშვილი თაქთაქიშვილის facebook-გვერდზე გამოეხმაურა. გთავაზობთ კომენტარების ნაწილს, რომლებიც ჩერგოლეიშვილმა დაწერა.

 

„გუდიანი კაცი დაახვედრა!

ჩიორაზე სულ მეცინება, რაც გაშუშებული თვალებით დაიწყო ბელადზე ლაპარაკი.

 

- ჩიორა იქაა უკვე გასული, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერს ან რას მიპასუხებს, „გნებავთ, ჭეშმარიტ ბელადზე გესაუბროთ" - გმადლობთ, სხვა დროს იყოს.

 

- მშვიდად ვცდილობ, ამ ქვეყნის ყოფილი ლიდერის კარიკატურიზაციის პროცესს შევუშალო ხელი მორჩილი ხალხის მიერ. ეჭვი მაქვს, ვერ გადავარჩენ - მაგრამ მშვიდი სიბერის უზრუნველსაყოფად მჭირდება, ვიცოდე, რომ მე ყველაფერი ვქენი იმისთვის, რომ ჩიორას და კობა ხაბაზს ის კაცი კარიკატურად არ ექციათ.

 

- თორემ მე რა, მე ვიცი, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ყველა შემთხვევაში იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე რაც აქამდე ხდებოდა - ქვეყნისთვის, რასაკვირველია.

 

- მახინჯ სხეულში ხომ მახინჯი სულია - მშურს სააკაშვილის და ჩიორას სულიერი და ფიზიკური სილამაზის სინამდვილეში და ამით აიხსნება", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.




 

big_banner
არქივი