logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ვინც გვარამიასთან დაპირისპირებაში შედის, ყველას გაუპატიურებით ემუქრება!
- +

17 ნოემბერი. 2017. 19:34



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სამი დღეა, „რუსთავი 2"-მა შეგვჭამა, მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ნიკოლოზ ჭონქაძე, რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში იგინებოდა და არ უნდა დაინიშნოს წარდგენილ თანამდებობაზეო. ყოველივემ მხატვრულ ფილმში „სიყვარული ყველას უნდა"-ში გაჟღერებული უკვდავი ფრაზა გამახსენა „უხეში, უზრდელი, რა უნდა ამას თავმჯომარედ". მოკლედ, „ნაცები" და მათი პროპაგანდისტული მანქანა „რუსთავი 2", რომელთა უმანკო ბაგეებიდან ცუდი სიტყვები არასდროს გაგვიგია - „იმდენი სიკეთე ყველა ჩვენთაგანს" - საუბრობს მსახიობ ბერტა ხაფავას გამონათქვამებით.

 

მინდა, მივმართო „ნაცებს" და განსაკუთრებით, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს: - თქვენ უფროს ნიკა გვარამიასთან ვინც დაპირისპირებაში შედის, იგი ყველას გაუპატიურებით ემუქრება, რის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც ვურთავ ამ პოსტს და როდესაც საუბრობს, ასე მგონია თბილისის კანალიზაციის დიდი მილი გასკდა. ამიტომ, ცოტა უხერხული ხომ არაა, ჭონქაძის რამდენიმე წლის წინანდელ „ნაცების" გინებაზე პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა. ისე, იმაში კი გეთანხმებით, თქვენი გინება ნამდვილად არ შეიძლება, რადგან შეიძლება კიდევ უფრო გამრავლდეთ", - წერს მჟავანაძე. 


 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი