logo_geo
შალვა ოგბაიძე: მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი უნდა ვიყო?!
- +

14 დეკემბერი. 2016. 16:47



„დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გივი თარგამაძე დაზარალებულად ცნეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე წერს და ხელისუფლებას საკუთარი საქმის შესახებ მიმართავს:


„ჩემო კარგო მთავრობავ და პროკურატურავ, კიდევ რა დროა საჭირო ჩემს მიერ 2012 წლის ნოემბერში შემოტანილი და აგერ 4 წელზე მეტი გაჭედილი საქმის გამოსაძიებლად?

 

მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობის" წევრი უნდა ვიყო?

 

ასეთი გამოუძიებელი საქმეები არ უწყობს ხელს სახელმწიფოს მდგრადობის ამაღლებას.

 

ახლა ხომ არავინ გიშლით ხელს?" - წერს ოგბაიძე.




 

big_banner
არქივი