logo_geo
ოთარ ჩრდილელი: ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გთხოვთ, ნუ აყოვნებთ სამართალდამცავ და სამაშველო სამსახურებს
- +

22 ნოემბერი. 2017. 11:35



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როდესაც საომარი ან საგანგებო სიტუაციაა ან მიმდინარეობს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია, არ შეიძლება სამართალდამცავი და სამაშველო სამსახურების, ასევე სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მანქანების ხელოვნურად შეფერხება.

 

ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ჟურნალისტებზე. ინფორმაციის მოპოვების მიზნით, გთხოვთ, ნუ აყოვნებთ ზემოთ ხსენებული სამსახურების ავტომანქანებს.

 

სპეცოპერაციისას (ნებსით თუ უნებლიეთ) არ უნდა ხდებოდეს მონაწილეთა რაოდენობის ან იდენტიფიცირების გამჟღავნება. და არა ისე, როგორც ერთი ტელევიზიით გადაიცა: რამდენიმე სპეცრაზმელის ადგილმდებარეობა და გადაადგილება. ცნობისთვის -„დაბლარვა" არსებობს, ჯერ კიდევ", - წერს ჩრდილელი.



ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ადგილობრივების ცნობით, სამართალდამცველების ნაწილი იმ კორპუსის მეორე სართულზე იმყოფება, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სალოსის ქუჩაზე სროლის ხმა გვიან ღამითაც ისმოდა. იყო რამდენიმე აფეთქებაც. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეცრაზმს ცეცხლი გაუხსნეს.








 

big_banner
არქივი