logo_geo
ვალერი ხაბურძანია: „რუსთავი 2“, შენი უფლება სხვისი სიცოცხლის ფასად არ უნდა რეალიზდებოდეს
- +

22 ნოემბერი. 2017. 15:54



უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2002 წლის აგვისტოში, მაშინ „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა რეპორტაჟი გააკეთა გილაევის რაზმის საქართველოდან გასვლაზე და მიუთითა ადგილი, სადაც ღამე გაათიეს გილაევის დაჯგუფების ხალხმა, ჯერ კიდევ კვამლი ასდისო, თან დააზუსტა. დავურეკე ეროსი კიწმარიშვილს და ვუთხარი, ეროსი, კი გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ამ თქვენს უფლებას უბედურება შეიძლება მოჰყვეს და რას აკეთებთ-მეთქი. გვაქვს უფლება და ვაკეთებთო. იმავე ღამეს ზუსტად ის ადგილი დაიბომბა, გილაევი კარგა მანძილზე დაშორებული იყო იმ ტერიტორიას და ამ დაბომბვამ რამდენიმე კაცი დააშავა, ერთი მათგანი კი - მოხუცი შეშის მჭრელი დაიღუპა.

 

„რუსთავი 2", შენი უფლება სხვისი სიცოცხლის ფასად არ უნდა რეალიზდებოდეს", - წერს ხაბურძანია.





 


 

big_banner
არქივი