logo_geo
დარეჯან მეფარიშვილი: სამწუხაროა, ნაცმაცუნები ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი იგესლებიან
- +

23 ნოემბერი. 2017. 10:38


ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სამწუხაროა, ნაცმაცუნები ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი იგესლებიან...

თურმე დღევანდელი დღე ყოფილა დასტური იმისა, რომ საქართველო 2012 წლის შემდეგ ტერორისტების თავშესაფარი გახდა...

ამიტომ მხოლოდ ერთ (ხაზგასმით, მხოლოდ ერთ!) ნაკლებად გახმაურებულ, მონაცემს შევახსენებ ამხანაგ მიჰას მეგობრებს და საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელთაც შხამი „უდუღთ" ძარღვებში:

2010 წლის სექტემბერ-ნოემბრის მონაცემები:

22 სექტემბერი - თბილისში აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს მომხდარი აფეთქება;

21 ოქტომბერი - თბილისის რკინიგზის სადგურთან ორი აფეთქება;

2 ოქტომბერი - ხობის რაიონში ჭალადიდის სარკინიგზო ხიდზე აფეთქების მცდელობა;

28 ნოემბერი - მუხიანსა და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარი აფეთქებები", - წერს დარეჯან მეფარიშვილი.




 

big_banner
არქივი