logo_geo
ირაკლი შონია: დათა ახალაიამ და მისმა „ძალოვანებმა“ ყველაზე მეტად გამოუთხარეს ძირი სააკაშვილის ხელისუფლებას
- +

23 ნოემბერი. 2017. 12:31


ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუყურებ პირდაპირ ეთერში, სასამართლო პროცესზე, „სკაიპით" ჩართულ დათა ახალაიას დაკითხვას პროკურორის მიერ (ჩვენების მიცემას) და ერთს ვიტყვი...

 

დათა ახალაიამ და მისმა „ძალოვანებმა" ყველაზე მეტად გამოუთხარეს ძირი სააკაშვილის ხელისუფლებას, თავიანთი თავზეხელაღებულობით, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით, დაუსჯელობის სინდრომით და თავად არაერთი დანაშაულის ჩადენით!

 

ის მოვლენები, რაც შემდგომ განვითარდა, სწორედ ახალაიებმა და მისმა ხროვამ დააჩქარა, თან ისე, რომ თუ თავად სააკაშვილმა გაიაზრა და თვალი გადაავლო თავის მმართველობას, მხოლოდ სისხლიან ნაფეხურებს დაინახავდა, მაგრამ გვიანი იყო... იქნებ ამიტომაც უარყო ჯერ მხოლოდ მეგის ქარდავა..." - წერს შონია.


 

big_banner
არქივი