logo_geo
„თაქთაქიშვილს ასადისთვის ნიღაბი ჩამოუხევია და შიგ გიგა ბოკერია დახვედრია“
- +

14 დეკემბერი. 2016. 21:21


 

„ენმ-ის ჭეშმარიტ პატრიოტთა კავშირი საგანგებო ბრიფინგს მართავს",- ამ სიტყვებით „ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. თაქთაქიშვილის განცხადებით, გიგა ბოკერიამ კობა ხაბაზს „საქმის გარჩევა დაუწყო ერთ-ერთი აქტივისტის facebook პოსტის გამო (რომელიც საერთოდ არ იყო თავისუფალი ზონის წევრი) და ბოლოს დაემუქრა, პარტიაში თუ მოვა, ფიზიკურად გავუსწორდები და ხალხსაც ვაორგანიზებ ამისთვისო".


„ენმ-ის ჭეშმარიტ პატრიოტთა კავშირი საგანგებო ბრიფინგს მართავს.

 

ჩიორა თაქთაქიშვილს ასადისთვის ნიღაბი ჩამოუხევია და შიგ გიგა ბოკერია დახვედრია.

 

ამის პარალელურად, კობა ხაბაზმა დაასრულა ოსამა ბი ლადენის გვამის ეგზჰუმაციაზე მუშაობა და ალექსანდრიების დეენემი აღმოუჩენია - არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აწ გარდაცვლილი ოსამა გიგას ძმაა.

 

ამ წუთებში სახელობის პატრიოტთა განსაკუთრებული აღჭურვის ბატალიონია მივლენილი გერმანიაში - მოგეხსენებათ ჰიტლერიდა გიგა ერთ დღეს დაიბადნენ და ეს ამბავი რომ შემთხვევითი არაა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

 

ზაზა ბიბილაშვილი და აკო მინაშვილი situation room - დან აკვირდებიან სპეციალური ლაბორატორიის მუშაობას - მაღალი ალბათობაა დადგინდეს, რომ პუტინის ძარღვებში გიგა ბოკერიას სისხლი ჩქეფს.

 

მოკლედ, არ აღელდეთ - ჭეშმარიტი პატრიოტები თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან და მალე აოტნიან მტერს!", - წერს ჩერგოლეიშვილი


 

big_banner
არქივი