logo_geo
ბესიკ დუღაშვილი: გაიცანით თქვენი მეზობლები და ვინ ოხერი გამოგაპარებს, მტერია თუ მოყვარე?
- +

23 ნოემბერი. 2017. 14:43



კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩვენ, აი, ისინი, ვინც ქართულ ტრადიციებს მივდევთ და „მეზობელო კარისაო..." ერთი კარგი, ტრადიციული წესი გვაქვს...

 

ჩემს წინ, ზევით, ქვევით და გვერდზე ვინ სახლობს, როგორ არ უნდა ვიცოდე? როგორ არ უნდა გავტეხო მასთან პური და ჭირ-ვარამი თუ ლხინ-ზეიმი გავიზიარო?

 

რა ვქნათ ახლა? მთავრობა და ნეოლიბერალები ხომ ტრადიციულს ყველაფერს გვიკრძალავენ?

 

ჰოდა, ახლა ხომ მიხვდით, რომ თითოეული ქართველი ვალდებულია, ტრადიციებით იცხოვროს და... ნაქირავები აქვს, ნაგირავები, ნაჩუქარი თუ ნაყიდი, გაიცანით თქვენი მეზობლები და ვინ ოხერი გამოგაპარებს, მტერია თუ მოყვარე?

 

ვიაზროვნოთ და ვიცხოვროთ სახელმწიფოებრივად!" - წერს დუღაშვილი.


 

big_banner
არქივი