logo_geo
„მან თავის სამშობლოს, ხალხს თავი შესწირა...“ - დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლის ემოციური პოსტი
- +

23 ნოემბერი. 2017. 20:45


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე თამარ ხელაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩემი ქმარი გმირი იყო... მან თავისი სამშობლოსათვის, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, საყვარელი ცოლ-შვილი ობლად დაგვტოვა... მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ - ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ... მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს... მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის", - წერს ხელაია.


 

big_banner
არქივი