logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გველებივით დაიწყეს სისინი და მიტროპოლიტი შიოს დაგესვლა...
- +

24 ნოემბერი. 2017. 15:24



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელებას ეხმაურება.

 

„სოროსის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსებულმა თეოლოგებმა, გაიგეს რა ჩვენი უწმინდესის გადაწყვეტილება, პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელებასთან დაკავშირებით, გველებივით დაიწყეს სისინი და დაგესვლა მიტროპოლიტისა. ეძებეს, ეძებეს და, თავიანთი ჭკუით, შიოს ნაკლი უპოვეს - რუსეთში სწავლობდაო. თქვე გაუნათლებლებო, მართლმადიდებელი ქვეყნის სასულიერო პირები აბა სად მიიღებდნენ საბჭოთა კავშირის დროს განათლებას, ამერიკაში თუ ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც კათოლიკური ეკლესიაა დომინანტი? თქვენი დამფინანსებლები, ვითომ თეოლოგებო, ძალით ექსპერტებო და გრანტიჭამიებო, ბიზნესს დიდი ხანია რუსეთში აკეთებენ, რუსეთის ხელისუფლებასთანაც ახლოს არიან და თავიანთ შვილებსაც უშვებენ რუსეთში სასწავლებლად. ამიტომ რამე ისეთი კომპრომატი მაინც მონახეთ, რომ სასაცილო მდგომარეობაში აღარ ჩაიგდოთ თავი", - წერს მჟავანაძე.







 

big_banner
არქივი