logo_geo
ეკა ბესელია ნიკა გვარამიას: წარმოადგინეთ მტკიცებულება!
- +

24 ნოემბერი. 2017. 22:18



პარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში მიმართავს:


„ყველაფერს აქვს საზღვარი გვარამიას გარდა, რომელსაც აყვა ცილისწამებაში ნანუკა ჟორჟოლიანი. რასაც წერენ არის უტიფარი ტყუილი, არც ერთი ეს გვარი რომელიც დაწერეს, არ გათავისუფლებულა პოლიტიკური პატიმრის, არც დევნილის სტატუსით. არც ერთს არ შეხებია პერსონალურად რაიმე სახის გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან. მივმართავ ორივეს - წარმოადგინეთ ერთი მტკიცებულება მაინც იმის დასტურად რაც დაწერეთ საჯაროდ!", - წერს ეკა ბესელია.










 

big_banner
არქივი