logo_geo
ანო მაისურაძე: მაინც თამარაშვილზე მეგულება გივიკო - მგონია ეზოში უნდა შემხვდეს ბუბუსთან ერთად...
- +

29 ნოემბერი. 2017. 20:38



მსახიობი გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყოველთვის მაინც თამარაშვილზე მეგულება გივიკო.

ყოველ მისვლაზე ფეხს ვითრევ. მგონია ან ეზოში უნდა შემხვდეს ბუბუსთან ერთად, ან "ბიჭებთან" ბირჟაზე, ან კიბეზე, ან ფანჯრიდან გადმომხედოს, ან მის საყვარელ ადგილას სამზარეულოს ტახტის კუთხეში იჯდეს ტელევიზორის წინ.

ლეილაც სულ მრავლობითში ლაპარაკობს, იმდენჯერ ახსენებს გივის მისდაუნებურად...

პირველი ახალი წელი მოდის მის გარეშე. უფრო სწორედ ჩვენი თოვლის ბაბუა გივი პაპა იქნება, ასე შევთანხმდით მე და ელისაბედი", - წერს ანო მაისურაძე.


 

big_banner
არქივი