logo_geo
გოგა ჩანადირი: ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ვეღარ სუნთქავენ ქალაქის მძიმე ჰაერს!
- +

30 ნოემბერი. 2017. 00:21



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.

ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.

ვინც ეს აქცია მოიფიქრა და განახორციელა, დიდ მადლობას ვუხდი.

დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით.

თქვენი თავი თუ არა, შვილები მაინც არ გეცოდინებათ?

ვიმოქმედოთ, რომ სუფთა ჰაერი გვქონდეს საქართველოში",-  წერს ჩანადირი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი