logo_geo
პაატა ქურდაძე: რთული განცდების ხალხი ვართ ...
- +

15 დეკემბერი. 2016. 20:10


 

 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სირიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:

 

„ვგიჟდები ქართველების თვისებაზე, თვეების განმავლობაში მთელი სამყარო თავიანთ ერთი ციცქნა პოლიტიკურ და საკადრო პრობლემებამდე დააპატარაონ, თვეების განმავლობაში ჯაჯანიძის, მაიას და Xფაქტორით ტვინი ირეცხონ, მერე კი ერთ მოსაწყენ საღამოს, როდესაც ვიღაც დროს იხელთებს და ცხვირწინ აუფრიალებს პლანეტის რომელიმე ცხელ წერტილში მიმდინარე ტრაგედიის ფოტოებს, „შეშფოთებული დასავლეთის" იპოკრიზმს აგინონ, აფურთხონ... გეგონება რომელიმეს ამხელა წინასაარჩევნო მარათონისას ერთხელ მაინც გაახსენდა ჩვენგან ორ ნაბიჯში მიმდინარე ეს ახალი აპოკალიფსი - სირია... თუ არ ჩავთვლით ყოვლად უხამს საყოველთაო ნიშნისმოგებით ლაზღანდარობას იმის შესახებ, რომ ევროპაში ბოლო მშვიდობის კუნძული საქართველოა, რომ მალე იქ მხოლოდ არაბები და აფრიკელები იცხოვრებენ...  და კაცმა რომ თქვას მეტის ღირსებიც არიან: გვაწვალონ ვიზალიბერალიზაციაზე და შეუშვან მეტი სირიელები!...

 

მოკლედ, რთული განცდების ხალხი ვართ ძალიან. იცით როგორი გრძნობა მაქვს? უფროსებს რომ პრობლემა აქვთ და ბავშვებს ეზოში რომ გაყრიან ხოლმე სთამაშოდ... აი იმ ბავშვებივით ვართ..

 

მოდით ჯერ საკუთარ თავს, საზოგადოებას და ხელისუფლებას მოთხოვეთ მეტი მგრძნობელობა ამ კატასტროფის მსხვერპლთა მიმართ და მერე აგინეთ სხვას ორმაგი სტანდარტებისთვის და გულქვაობისთვის",- წერს ქურდაძე. 


 

big_banner
არქივი