logo_geo
ირმა ინაშვილი: დიდი ბედნიერებაა, როცა...
- +

1 დეკემბერი. 2017. 16:23



პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დიდი ბედნიერებაა, როცა არ გიწევს ოფლში გაწურვა, დარბაზიდან გაპარვა და იმისი დამალვა, ვის და რატომ არ მიეცი ხმა ან მიეცი ხმა. დიდი ბედნიერებაა, როცა სინდისი სუფთა გაქვს... მაგრამ ადამიანურად ძნელი ასატანია ამდენი უსამართლობა, უმადურობა და უწესობა. კრისტალური არავინ ვართ, ყველა ადამიანი ცოდვის მონაა, მაგრამ არის ღირებულებები, რასაც კაცი ვერ უნდა ღალატობდეს. არ უნდა ღალატობდეს. ესაა ის ქართული მოვალეობა, რის გამოც ექვთიმე თაყაიშვილმა საგანძურიდან ერთი ნივთიც კი არ გაყიდა. წარმომიდგენია, ამ საგანძურს დღეს რას უზამდნენ", - წერს ინაშვილი. 


 

big_banner
არქივი