logo_geo
გიორგი უძილაური: საიტს analitica.ge დავარქვი...
- +

2 დეკემბერი. 2017. 00:25


 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიდი ხნის წინ მინდოდა შემექმნა საიტი, რომელზეც განვათავსებდი ჩემს წერილებს.  ძირითადად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თემებზე მიყვარს წერა. ასევე მიყვარს სერიოზული, ხარისხიანი სტატიების კითხვა და ახალი ხედვების, ახლებური გააზრებების ძებნა. ხშირად ვეძებ ამგვარ წერილებს და სულ ვფიქრობდი, ნეტავ ყოფილიყო სივრცე, სადაც არაზედაპირულ, არაყვითელ ანალიტიკურ სტატიებს წავიკითხავდი საქართველოზე. რამდენიმე წლის წინ იყო საიტი foreignpress.ge რომელსაც თეონა გეგელია ხელმძღვანელობდა, იქ იყო მსოფლიო პრესის თარმანები. ცუდია პროექტი რომ შეწყდა, შეიძლებოდა ქართველი ავტორების დამატებაც და სუპერმაგარი საიტი იქნებოდა. მოკლედ, გადავწყვიტე თავად შემექმნა სივრცე, სადაც ჩემს წერილებსაც დავწერ და სხვა საინტერესო ანალიტიკასაც გამოვაქვეყნებ. საიტს analitica.ge დავარქვი. ჯერ ნელ-ნელა დავიწყებ, საიტი რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში იქნება, ნელნელა გაძლიერდება, და იმედია ჩამოყალიბდება სივრცედ, სადაც თავი მოეყრება ხარისხიან ანალიტიკურ წერილებს. რამდენიმე მეგობარს ვთხოვე ამ პერიოდში სტატიები, მათ შორის საზღვარგარეთაც, მათი ანალიზიც საინტერსოა. რამდენიმე წერილს ველოდები და მალე გამოვაქვეყნებ, ვეძებ ქართულ რესურსებზე საინტერესო სტატიებს, თუ მომეწონება, ავტორისგან უფლებას ავიღებ და გამოვაქვეყნებ, რომ სხვასაც გავუმარტივო ანალიტიკური წერილების მოძებნა. ამიტომ, თუ სადმე წააწყდებით საინტერესო ანალიზს მომწერეთ, ვნახავ. მოკლედ რამდენიმე თვეში მზად ვიქნები ევროპულ ფონდებთან დასალაპარაკებლად, თორემ მარტო ჩემით დიდხანს ვერ გავქაჩავ, ეს საიტი არაა ბულვარული კონტენტისთვის, პირიქით, ვთვლი რომ სერიოზული მედია პასუხისმგებელია მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებაზე, ბულვარული კი მომგებიანია, მაგრამ სიცარიელეა, ანალიტიკა კი ნერვს გიშლის, გაფიქებინებს, გამოქმედებს, აზრს გიყალიბებს, გიმყარებს ან გაცვლევინებს, თავს მაყურებლად კი არა, აქტორად გაგრძნობინებს. მოკლედ, თუ საკმარისი დაფინანსება გამოჩნდა, შეიძლება foreignpress-ის ფორმატიც შევითავსო და ეს საიტიც უფრო მოცულობით და დინამიურ საიტად ჩამოყალიბდეს", - წერს უძილაური.

 

www.analitica.ge     

 

 



 

big_banner
არქივი