logo_geo
„ქუჩაში ბავშვები ბავშვებს კლავენ... შენ კი, დაჯექი და წერე...“
- +

2 დეკემბერი. 2017. 20:29



პოეტი საშა გველესიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ქუჩაში ბავშვები ბავშვებს კლავენ...

შენ კი, დაჯექი და წერე...

აკრიბე შენი დაწყვეტილი ნერვები, დაასხი არაყი, კარგად მოურიე, გახსენი არაყში, მერე, ჩააწე კალამი, ან თითი და წერე, გინდა ქაღალდზე, გინდაც - კედელზე...

ელაპარაკე საკუთარ პერსონას, ქართულად, ოღონდ - სარკეში...

წადი შენი სიცარიელის, შენივე ცარიელი „მე"-თი სავსე „პიროვნების" დედაც ვატირე...

ვინ ხარ, რა ხარ, საიდან მოხვედი და სად მიდიხარ?! - არსაიდან, არავინ და არსაითო...

ტკივილი გაგერყვნა და გაგიბოზდა, ღიმილიც...

ხელში - ჭიქა, ჭიქაში - ძმარი, ენაზე - ძმარი, სიტყვებში - ძმარი, სისხლში - ძმარი...

გვერდით, ოთახში, შენს შვილებს სძინავთ, ჯერ კიდევ ცოცხლებს, ჯერ კიდევ ბავშვებს, დაწოლისას „არ გვშიაო" და შვება რომ იგრძენი, ცარიელო კაცო, ცარიელო ტანო, ცარიელო ტარიელო...

კატას, კატასაც რომ ვერ და იტირე „წყლისა პირსა", მოგიხან მჟავე ცრემლები...

დღეს ბავშვმა ბავშვი მოკლა...

დაჯექი და წერე...

შენი რომ ყოფილიყო?!

რა მნიშვნელობა აქვს - რომელი! - მოკლული თუ მკვლელი...

ან, რატომაც არაა შენი?! - შენია, შენი და შენც „შვილით ობოლი" მამა ხარ ახლა, აწი, მერეც...

დაჯექი და წერე...

„ხვალე" აღარაა, მითუმეტეს - „ზეგ", „მაზეგ", „ზეგისსწორი...", „მაზეგისსწორიც..."

აღარაფერია და „ლეკვი ლომისა სწორია..." - დედითქვენისამ...

ცხრა ძმაო, შვიდიო, სამასი, ასი ათასიო და...

საიდან, უთხარი შენს თავს - საიდან?!

ტკივილის დამალვა რომ ისწავლეს შენმა შვილებმა და ღიმილი რომ გაუცივდათ ამის გამო...

შენ კი, წერე...

„ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო" არა? - და წაგცდება დიდი და ნაარყალი ერთმორწმუნე -- Да пошёл ты..." ან -- დიდი და ტრაკზესაკოცნი - „FUCK YOU..!"

ფერს კარგავ თუ ხვდები...

შენი თეთრი და სხვა შავი, ერთად ნაცრისფერია და კია ვირისფერი...

ამ დილითაც გეტყვიან შვილები - არ გვშიაო და შენ კიდევ ერთხელ ამოისუნთქავ შვებით, შენი...

„მამა, მომიყევი, სააკაძე მოღალატე იყო თუ არა" და ვუყვები, ვუყვები, რომ არ იყო და იყო...

ისინი ქვეცნობიერად ძაფს ებღაუჭებიან და შენ კი, შენ...

წადი შენი...

გუშინ, ბავშვმა ბავშვი მოკლა...

შენ კი, დაჯექი და წერე..." - წერს გველესიანი.









 

big_banner
არქივი