logo_geo
მაია კახიძე: ვულოცავ ბესო ჩუბინიძეს! მუდამ გაეხარებინოს ქართველი ხელოვანთა ღირსეული არმია!
- +

3 დეკემბერი. 2017. 13:42


 

ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წელსაც დიდი სიყვარულით ჩატარდა მეჩვიდმეტე მუსიკალური დაჯილდოება -„მეგა", რომელსაც მთელი სულით და გულით  ასხამს ფერ-ხორცს ჟურნალისტი - ბესო ჩუბინიძე და ძალ-ღონეს არ იშურებს ცოტათი მაინც გაახაროს მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, ხელოვანები, მსმენელი და უბრალოდ, ადამიანები.

 

მე ზუსტად ვიცი, რა გარჯის ფასადაც აკეთებს ამას, მაგრამ არ ჩერდება და მიიწევს წინ, მხოლოდ წინ და მეც მიხარია, ბესო, ხომ თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემს ხელში და ჩემს გვერდით გამოზრდილი ქართველია, ჟურნალისტია და მეც მიხარებს გულს მისი თავდაუზოგავი შრომა და წარმატებები. ამის გარეშე კი არაფერიც არ ხდება!

 

ერთი სიტყვით, უამრავი საინტერესო ნომინაცია გაჟღერდა. დაჯილდოვდნენ, იმღერეს, იცეკვეს და აპლოდისმენტები იმიტომაც არ ცხრებოდა დარბაზში.

 

ვულოცავ ყველას! ბესო ჩუბინიძეს პირველ რიგში. სულ მუდამ გაეხარებინოს ქართველი ხელოვანთა ღირსეული არმია! დიდი მადლობა ჩემს უძვირფასეს ნინო ჯაჯანაძიეს ფოტოებისთვის", - წერს მაია კახიძე და ფოტოებს აქვეყნებს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი