logo_geo
ხათუნა ხოფერია: მაპატიეთ, ბატონებო, მაგრამ ეს დემოკრატია არაა!...
- +

3 დეკემბერი. 2017. 17:23



ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დამეხმარეთ, რომ გავერკვე!!!...

 

გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, გურამ დონაძე დამალული იყო... რამდენიმე თვე შვეიცარიაში (თუ სადღაც ჯანდაბაში) იმალებოდა... 5 წელი ვერ ჩნდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში... ხალხის ეშინოდა!!! ხალხის ეშინოდა!... ჩვენი ეშინოდა!!!

 

რა ხდება დღეს საქართველოში ისეთი, რომ ყველა მკვლელი და გაიძვერა ამაყად თავაწეული დადის ქუჩებში, იძლევა ინტერვიუებს, იმართლებს თავს და უფრო მეტიც, გვემუქრება...

 

რა ქვია ისეთ სახელმწიფო წყობას, რომელშიც ისეთ დამნაშავეს, როგორიც დონაძეა, აქვს უფლება ისევ ზემოქმედებდეს სასამართლო პროცესებზე და საზოგადოებრივ აზრზე...

 

...და ბოლოს!!!...

რა უნდა ახალ ხელისუფლებას? - ალბათ, დემოკრატია!!!... მაპატიეთ, ბატონებო, მაგრამ ეს დემოკრატია არაა...!!! და საერთოდ, რა არის ეს „ავადსახსენებელი" დემოკრატია, რომლისკენაც ასე მივილტვით და ასე „ვემონებით" ათასი რჯულის გადამთიელს?... ყველას თავისი აზრი აქვს, მე ბერნარდ შოუს ვეთანხმები...

 

დემოკრატია - წყობილება, რომელიც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ჩვენ არ ვიქნებით იმაზე უკეთესად, ვიდრე ვიმსახურებთ (ბერნარდ შოუ)", - წერს ხათუნა ხოფერია.


 

big_banner
არქივი