logo_geo
ირაკლი დეისაძე: ლგბტ თემი ერთ-ერთი ყველაზე არატოლერანტული მოძრაობაა მსოფლიოში!
- +

3 დეკემბერი. 2017. 19:06



პოეტი ირაკლი დეისაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ლგბტ თემი ერთ-ერთი ყველაზე არატოლერანტული მოძრაობაა მსოფლიოში. თუ ჯერ არ გჯერათ ჩემი, ცოტახანში დაიჯერებთ.

 

ყველა ეზიზღებათ, ვინც არ იზიარებს მათი ცხოვრების სტილსა და არ ეთანხმება მათ გაუკუღმართებას.

 

თქვენ კი, კაი ტიპებად მოგაქვთ თავი, როცა ამ კამპანიას მხარს უბამთ და მოდური ტენდენციის გამო მათ სასარგებლოთ ყვირით, მაგრამ დიდ შეცდომაში ხართ და შუბლში ხელი გექნებათ სატაცებელი მალე.

 

საქართველოში თუ ნიჭიერი ლგბტ პირი მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის გამო უარყვეს, ამის ფაქტს და კონკრეტულ მაგალითს თუ მომიყვანთ, იმ პიროვნების დამაბრკოლებლის საქციელს საჯაროდ დავგმობ და ვიტყვი, რომ ადამიანი დაჩაგრეს.

 

ძალიან დიდი აჟიოტაჟი გაქვთ ატეხილი და ნამეტნავად მშვიდობის მტრედებად გამოგყავთ თემის წარმომადგენლები.

 

აჩენთ ასოციაციას, თითქოს ლგბტ ავტომატურად ნიშნავს კანონმორჩილ, საუკეთესო ადამიანს, რომელსაც ბოროტი ხალხი დევნის.

 

აქაოდა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებააო, ბოლო ხმაზე ღრიალებთ და ამ დროს საწინააღმდეგო აზრის მარგინალიზაციას ეწევით, დასცინით, გოიმებად და ჩამორჩენილებად რაცხავთ ადამიანებს.

 

ოცდამეერთე საუკუნე ძვ.წ. XXXVI საუკუნის შეცდომებს იმეორებს, ანუ ადამიანი ისევ ის არის, რაც იყო, მხოლოდ ტექნოლოგია დახვეწა ჩემო კარგებო და ყველა ჩამორჩენილი და ჩარჩენილია მინდა გითხრათ.

 

ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

 

კარგი და ცუდი ყველგანაა და ფაიზაღს ვამბობ: ყველა პროპაგანდა, რომელიც ადამიანის გახრწნას და გადაგვარებას უწყობს ხელს, არის ბოროტება.

 

ადამიანის უფლება დაიცავით და არა რომელიმე ჯგუფის, თუ მიმდინარეობის, მერე დავიჯერებ თქვენს გულწრფელობას და შემოგიერთდებით.

 

სიყვარულით თქვენი, ან ვინმეს, საზიზღარი მე", - წერს დეისაძე.

 


 

big_banner
არქივი