logo_geo
გვანცა ყუფარაძე ნიკა გვარამიას: იკუნტრუშე, ვნახოთ, სადამდე „მოიგებ“
- +

4 დეკემბერი. 2017. 12:02



ყოფილი მსჯავრდებული გვანცა ყუფარაძე ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წერილს სოციალურ ქსელში პასუხობს:


„ყოველი დაღუპულის სიკვდილი, რომელიც თქვენმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა შეიწირა, ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე შენი სიცოცხლე, ბინძურო გარეწარო!

 

ოდესმე თუ არჩევანის წინაშე დავდგები, ვიცოცხლო შენსავით, ან მოვკვდე, უყოყმანოდ სიკვდილს ავირჩევ.

 

რაც შეეხება „სტრასბურგს", იქ ან „მე" უნდა მომეგო, ან „შენ". ორივე ერთად ვერ მოვიგებდით. იკუნტრუშე, ვნახოთ, სადამდე „მოიგებ".

 

- ბევრი გინახავთ ისეთი, ვინც ასეთ რამეზეა წამსვლელი? ამ საზარელ ტრაგედიასაც კი იყენებს. პირადად მე, იმდენიც ვერ შევძელი, რომ საჯაროდ მესაუბრა ამ თემაზე, ჩემი მხრიდან ამორალურად ჩავთვალე და გულმა არ გამიწია.

 

ეს კი, იმის მაგივრად, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას გრძნობდეს, ტრადიციულად შეურაცხყოფას გვაყენებს და ცრუობს.

 

მათი გაუბედურებულია ჩვენი თაობა. ამიტომ არის ჩვენში აგრესიის ასეთი დონე. 90-იანებში, ომის შემდეგაც კი არ იყო ადამიანებში ისეთი აგრესია, როგორიც ჩვენშია. იცით, რატომ? ამათი შექმნილები ვართ და იმიტომ. ამათმა რეჟიმმა, სისტემურმა, მენტალურმა და საზოგადოებრივმა ძალადობამ გონება მოგვიწამლა და ღრმად დაიბუდა ცნობიერებაში. ჩვენ გავიზარდეთ დაგებულ გზებზე, ზოგი გარეთ, ზოგი ციხეში; ჩვენს დროს გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი, ბოლოს კი საერთოდ 24 საათის განმავლობაში მოგვეწოდებოდა, არცთუ მოკრძალებული ტარიფით, მაშასადამე, ჩვენ ვეზიარეთ ცივილიზაციას, მაგრამ ამის საფასურად გვაზიარეს პირველყოფილ სიმხეცეს.

 

შეხედეთ ამ დაკომპლექსებულ მანიაკებს, რომლებიც ამბობენ, რომ დამნაშავეთა სამყაროს ებრძოდნენ და სინამდვილეში იმიტომ ებრძოდნენ, რომ კომპლექსები ტანჯავენ. უსწორდებიან ადამიანებს კანონის სახელით და დამნაშავეებზე ბევრად სასტიკი დანაშაულებრივი მეთოდებით. ისინი ამბობენ, რომ ებრძვიან ნეპოტიზმს, თუმცა თითოეული მათგანი ერთი დიდი საახლობლოს ჭანჭიკია. ამ ჭანჭიკებმა, ზემოდ ხსენებულის მსგავსად, ყველგან მიიყვანეს თავისი თანამოაზრეები, თავი პიროვნებებად იგრძნეს თანამდებობების გამო, ჭამეს დამშეულებმა, დაწვნენ მათთან, ვინც მანამდე გამარჯობასაც არ ეუბნებოდა. ახლაც ამ პრაქტიკას აგრძელებენ „კერძო სექტორიდან" და ესენი ადანაშაულებენ ვინმეს? - სასაცილოა!

 

ამ ადამიანის მაგვარ საზიზღრობას დააზეპირებინეთ კეთილისმსურველებმა, რომ არ ვმუშაობ საჯარო სამსახურში. იუსტიციის სამინისტროში არც ერთი დღე არ მიმუშავია და მინისტრის მრჩეველიც არ ვყოფილვარ არასდროს. თორემ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ან „ზუბრიაჩკობის" უნარი დაუქვეითდა და ვეღარ „დაიზეპირებს ბუს", ან უკვე აშკარად იკვეთება მიზანმიმართული ცილისწამების ნიშნები.

 

ეს არის კაცი, რომელმაც მასწავლებელს მოსწავლესთან ურთიერთობა აუკრძალა, - „მე მაკრიტიკებს და ნუ გაქვს მაგასთან კავშირიო" და აი ამას, ცხოვრების ამ წესით უნდა ადამიანების დისკრედიტაცია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: რამდენიმე ცხოვრება არ ეყოფა იმისათვის, რომ თავისი მდაბიო ტვინით და ბოროტი გულით, გაიგოს, რას და რატომ აკეთებს თეა წულუკიანი", - წერს ყუფარაძე.










 

big_banner
არქივი