logo_geo
ეკა სეხნიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი გახარია კეთილსინდისიერი პიროვნებაა
- +

4 დეკემბერი. 2017. 13:58

 


„დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი გახარია კეთილსინდისიერი პიროვნებაა. იმისიც მჯერა, რომ მთელი რუდუნებით ეცდება საქმის ობიექტურად წარმართვას, თუმცა მინისტრი აუცილებლად შეეჯახება ამ დღეებში პოლიციური სისტემის ნიუანსებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„საკითხი და საზოგადოების კრიმინალურ ქაქში ცხოვრება და ჩვენი მიდრეკილება კრიმინალური აზროვნებისკენ, ერთი პრობლემაა. მაგრამ პოლიციასაც სჭირდება მიდგომების და ასევე საკადრო პოლიტიკის გადახედვა. აუცილებელია უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერება... ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა „იბერიას" ეთერში, მეგობრული პოლიცია გვჭირდებაო. კარგია, მაგრამ სადაა? ნახევარზე მეტი გაბღენძილი, წარბაწეული ბოსებივით, დაბურულმინებიან შავ ჯიპებს ამოფარებულნი, თვითონაც კომპლექსიანი, თავის თავზე წარმოდგენებიანი კადრებითაა დაკომპლექტებული და მეგობრობას სხვა თვისებები სჭირდება. მხოლოდ ოპერატიული გამოცდილებით არ უნდა ხდებოდეს მათი შერჩევა. პოლიციას უნდა სწორედ რეფორმა. განსაკუთრებით ზედა ეშელონების გარკვეულ რგოლებში", - წერს ეკა სეხნიაშვილი.








 

big_banner
არქივი