logo_geo
„მე და მედიცინაში გამოცდილი 20 ადამიანი, მზად ვართ, წავიდეთ ალეპოში და დახმარება გავუწიოთ ხალხს“
- +

16 დეკემბერი. 2016. 13:59


 

„დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, მოუმზადებლად, უსაფუძვლოდ და სულელურად არ ვამბობ!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი წერს და ალეპოში, ხალხის დასახმარებლად წასვლის მზაობას გამოთქვამს.

 

„სახელმწიფო თუკი გადაწყვეტს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩაერთოს ამ საშინელებაში და ნებას დაგვრთავს - არსებობს მედიცინაში გამოცდილი 20 ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად ალეპოში წავა და დახმარებას გაუწევს ამ გამწარებულ ხალხს. ამ 21-იდან 12 ნაომარიც ვართ და გამოცდილებიც. თუ ვინმეს შეგიძლიათ, მოგვეცით უფლება. თავის მოსაწონებლად და უთავოდ არ ვამბობთ, დარწმუნებულები ვართ ყველა! ფიზიკურადაც და მორალურადაც მზად ვართ! დიდხანს ვილაპარაკეთ და არცერთი არ გადავთქვამთ! ყველას მაგივრად გვრცხვენია, ვინც ამ სიდამპლეში მონაწილეობა მიიღო. გვითხარით და მეორე დღესვე მზად ვიქნებით! თხოვნაა ეს! ჩვენი, 21 ადამიანის თხოვნა!" - წერს აკა სინჯიკაშვილი.




 

big_banner
არქივი