logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: რამდენჯერმე ვიხუმრე ამ საკითხზე და ახლა უფრო სერიოზულად ვიტყვი...
- +

16 დეკემბერი. 2016. 14:28


 

„რამდენჯერმე ვიხუმრე ამ საკითხზე და ახლა უფრო სერიოზულად ვიტყვი - განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც გულწრფელად შეწუხებულია ენმ-ში დაპირისპირების გამო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

 

„პარტიის დემოკრატიზაცია რთული პროცესია.

 

როდესაც კოსმეტიკური რებრენდინგის ნაცვლად, რეალურ გარდაქმნას აქვს ადგილი, მას ყოველთვის ხვდება წინააღმდეგობა რეაქციული ჯგუფების მხრიდან.

 

ეს არ უნდა გავიკვირვოთ.

 

სამწუხაროდ, ამ წინააღმდეგობამ ძალიან ბინძური ფორმა მიიღო, მაგრამ ვერც ამას გავიკვირვებთ - რა ხარისხამდეც მოწინააღმდეგე ჩამოქვეითდა, იმ ხარისხისაა წინააღმდეგობაც.

 

რეფორმებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ უკვე ვნახეთ „ვარდების რევოლუციის" შემდეგ - გვახსოვს, რამხელა პროტესტის ფონზე მიდიოდა ანტიკორუფციული, საჯარო სამსახურის და სხვა რეფორმები.

 

„მათ ვერაფერი ისწავლეს და ვერაფერი დაივიწყეს", - ტალეირანმა თქვა ბურბონებზე.

 

ენმ-ის რეფორმას წინააღმდეგობას სწორედ ის რეაქციული ჯგუფი უწევს, რომელსაც წარსულმა ვერც ვერაფერი ასწავლა და ვერც ვერაფერი დაავიწყა.

 

მათ არ აქვთ უნარი, ამომრჩეველს თვისობრივი სიახლე შესთავაზონ - ამიტომ უკან, 2012 წლამდელ რეალობაში ექაჩებიან პარტიას და 2003 წლის სცენარის გამეორების იმედით იძინებენ და იღვიძებენ.

 

ეს არის ხალხი, რომელიც წარსულის შეცდომების გააზრების სრული მიუღებლობა აქვს, შეცდომის ანალიზს ნაცრის ყრას უწოდებს, ხოლო შეცდომისთვის თვალის გასწორებას - ლაჩრობას, ახალს ვერაფერს წვდება მათი გონება - ამიტომ ზეწოლით და მუქარით ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას.

 

ამის გამოვლინება იყო მეგის ქარდავას სახელით ლელა ქებურიასა და მის ოჯახზე ზეწოლა.

 

ამის გამოვლინებაა ისიც, რომ პარტიის განვითარებისთვის და გამარჯვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესს, პარტიის დემოკრატიზაციას - ღალატად აფასებენ და ცილისწამებით და ლაფის სხმით ცდილობენ პროცესის დაბრკოლებას („ტრადიციებს გვართმევენ" - გახსოვთ ალბათ ეს ყბადაღებული ფრაზა, იგივეა - „მიშას ღალატობენ", მიშას „პარტიას ახევენ").

 

მოკლედ რომ ვთქვა - გარდაუვალია ის, რაც ხდება", - წერს ჩერგოლეიშვილი.




 

 

 

big_banner
არქივი