logo_geo
გია გაბრიჭიძე: საშინელება მოხდა ალეპოში, უდიდესი საშინელება...
- +

16 დეკემბერი. 2016. 20:46


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სიირის ტრაგედიას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:


„საშინელება მოხდა ალეპოში. უდიდესი საშინელება და ვერაფრით ვერ გავიზიარებ იმ ხალხის (მათ შორის ჩემი ბევრი მეგობრის) აზრს, რომლებიც, პირდაპირ რომ ვთქვა ამბობენ: - როცა ბელგრადს ბომბავდნენ, როცა აფხაზეთს ბომბავდნენ დ.ა.შ. მაშინ რატომ არ იყო გამოთქმული ის „შეშფოთებებიო".

 

არ დავეთანხმები რამდენიმე მიზეზის გამო:

 

1. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ შეშფოთდება. მთავარია ის, თუ მე რა განვიცადე, როცა ფოტოები, თუ სხვა რეპორტაჟები ვნახე.

 

2. მაშინ საინფორმაციო საშუალებები არ იყო ისე ძლიერი და შესაბამისად არც პროტესტის ფორმები იყო ისე აქტიური როგორიც დღესაა.

 

3. სისხლში მაქვს სიტყვები: Вон немецкий ребенок, иди стреляй! ამიტომ ასეთი შეფასება აბსოლუტურად მიუღებელია.

 

და რაც შეეხება იმათ, ვინც საუბრობს აღმოსავლეთის „კულტურულ ჩამორჩენილობაზე", დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების არარსებობაზე ვეტყვი, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს განათლება შვეიცარიაში აქვს მიღებული და თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და თუ არ ვცდები იტალიურ ენებზე",- წერს გაბრიჭიძე.


 

big_banner
არქივი