logo_geo
პაატა ქურდაძე: ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია...
- +

16 დეკემბერი. 2016. 22:34


 

„15 დეკემბრის საღამოს ცხრის ნახევრიდან ღამის პირველ საათამდე საფრანგეთის საზმაუწყებელმა მთელი საღამო ვლადიმირ პუტინს დაუთმო, ნაჩვენები იქნა ორი დოკუმენტური ფილმი და რამდენიმე ინტერვიუ",- ამის შესახებ მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს აღნიშნული საკითხი დეტალურდ შეისწავლონ.

 

„ჩემი აზრით, ეს საღამო არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მთავრობისთვის და საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებული პირებისათვის. პირველად 25 წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც მე ფრანგულ ტელევიზიას ვუყურებ, საფრანგეთის საზოგადოებრივი არხი არ მოერიდა პუტინის ღია პროპაგანდას. თითქმის ყველა მოვლენა რომელიც მის მართველობის პერიოდში მოხდა, დაბრალდა დასავლეთს და NATO-ს, რომელმაც1990 წლებში რუსეთი ასე მწარედ დაამცირა. შეიჭრა მის გავლენის სფეროებში, მოაწყო ფერადი რევოლუციები... ბევრი ილაპარაკეს მის ბავშვობაზე, მიზანდასახულობაზე, სამართლიანობაზე... მოწვეულ ექსპერტებს შორის, რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის ჩვენი უცნაური თანამემამულე - აკადემიკოსი ელენ კარერ დანკოსი გამოირჩეოდა თავისი ტრადიციული იმპერიულ კგბშნიკური ანალიზით... თუ რამე ნუ იტყვით ჩეჩნეთის ომი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული ომი იყო, თორემ პუტინი დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით გიჟდება მუსლიმებზე! მან - ლენინგრადელმა უბრალო გულის ბიჭმა ვალოდიამ ბევრჯერ გაუწოდა ორივე ხელი დასავლეთს, მაგრამ პასუხად მხოლოდ შეურაცხყოფები და დაცინვა მიიღოო... მე, რა თქმა უნდა, ბევრს ვერაფერს მოვყვები, ძალიან ბევრი მასალაა განსასჯელად.. მით უმეტეს სამშობლოსათვის ენთუზიაზმზე მუშაობა გადავწყვიტე ,რომ დავასრულო ( ბოლო დროს პატრიოტიზმის დეფიციტს განვიცდი). ვურჩევ ყველა დაინტერესბულ პირს, პირველ რიგში კი საგარეო საქმეთა სამინისროს შესაბამის მშვიდ ნირვანაში მცხოვრებ ანალიტიკურ სამსახურებს, შევიდნეს France 2-ის  საიტზე, გადმოწერონ ეს გადაცმა და ანალიზი გააკეთონ.

 

მე არ ვლაპარაკობ ფილმების ხარისხზე. ეს სხვა თემაა. ის, რომ საფრანგეთის მთავარმა არხმა ამის უფლება მისცა თავს, არ არის შემთხვევითი და ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია (მადლობა ტრამპს, რა თქმა უნდა)",- წერს ქურდაძე. 


 

big_banner
არქივი