logo_geo
ბაკურ სვანიძე: ქალბატონო „როლეფს“! მე ავუხსნი თქვენს შვილებს, რატომ არიან მათი მამები ციხეში! ოღონდ...
- +

11 დეკემბერი. 2017. 12:04


 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

 

„ახლა სანდრა „როლეფსს" გაუმეორებია ის, რაც ამასწინათ სხვა დაპატიმრებული „ნაცების" ცოლებმა თქვეს - „ვერ ვუხსნი ჩემს შვილებს, რატომ არის მათი მამა დაპატიმრებული და რატომ ზის ციხეშიო..."

 

ქალბატონო „როლეფს"! და სხვა „ნაცების" ცოლებო! ასეთ რამეს გთავაზობთ: - მოდი, გავცვალოთ ადგილები და მე ავუხსნი თქვენს შვილებს, რატომ არიან მათი გნიდა მამები ციხეში!

 

ოღონდ თქვენ აუხსენით იმ ბავშვებს, რომლებსაც მე მოგიყვანთ, რატომ არიან მათი მამები ნაწამები, რატომ არიან შეურაცხყოფილი, რატომ ისხდნენ ისინი ციხეში ბევრი წელი და მათ ნაწილთან კიდევ იმის ახსნაც მოგიწევთ, რატომ არიან მათი მამები მიწაში!!!

 

ჰა, რას იტყვით, გაწყობთ?" - წერს სვანიძე. 


 

big_banner
არქივი