logo_geo
„მინდა პარლამენტში აკრედიტებულ ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს მადლობა გადავუხადო“
- +

17 დეკემბერი. 2016. 01:28


 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოს პარლამენტში თითქმის ყველა მედიასაშუალებაა წარმოდგენილი. ჟურნალისტები დილიდან გვიან ღამემდე შრომობენ. იმისათვის, რომ საზოგადოებას ჩვენი ხმა მიწვდეს. ვაკვირდები ამ თაობას. ვაფასებ მათ შრომას. მახსენდება ჩვენი თაობის ჟურნალისტების ენერგიული, თავდაუზოგავი საქმიანობა... უფრო სწორად, სიყვარული ჩვენი პროფესიისადმი, რაც ძალას გვაძლევდა,- ხორცი შეგვესხა წარმოუდგენელი ტელეექსპერიმენტებისთვის. მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა და არც ციფრული ტექნიკა. მინდა პარლამენტში აკრედიტებულ ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს მადლობა გადავუხადო და მოვეფერო, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. 17 დეკემბერს მათ მძიმე დღე აქვთ. 17 დეკემბერს სოფო ბობოხიძის გასვენებაა. ვუსამძიმრებ სოფოს ოჯახს და მის კოლეგებს",- წერს ირმა ინაშვილი.


 

big_banner
არქივი