„ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„...რაღაც არარსებულ სტატისტიკურ მონაცემებს იმოწმებენ ნარკოტიკის მოხმარების უფრო მეტად გავრცელების ხელშემწყობნი - ჩინიანნიც და უჩინონნიც!
ვფიქრობ, ყველაზე უტყუარი სტატისტიკა ჩვენს სასაფლაოებზეა - წადით, იხეტიალეთ, დაათვალიერეთ, გადათვალეთ და გააკეთეთ სტატისტიკური ანალიზი - ვინ, სად, როდის და რა მიზეზითაა გარდაცვლილი!!!
სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ პირში წყალს იგუბებს სხვადასხვა მიზეზით...
არადა, დღეს სიჩუმე და შეგუება ხვალ გარანტირებული გენოციდია ერის..." - წერს ყარაულაშვილი.