logo_geo
ირაკლი შონია: ყველაფერი გაცხადდება!
- +

17 დეკემბერი. 2016. 11:55


ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში „კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ბაჩუკი გვანცელაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით წერს.


გავეცანი კვირის პალიტრაში" ბაჩუკი გვანცელაძის მოკლე ინტერვიუს, მალე ჩამოვალ უკრაინიდან და ყველა კითხვაზე გავცემ პასუხსო, თუმცა, რაც ხლა ისაუბრა, აბსოლუტურად შეცვლილი აქვს წინა ჩვენებებისგან, რაც ბევრ რამეს ცვლის... გვანცელაძე აცხადებს: რომ როდესაც ძველ ხიბულაში, ღურწკაიების სახლის მეორე სართულზე, სადაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა, იმ ოთახიდან როდესაც მოესმა გასროლის ხმა, მას ეძინა... სანამ გაერკვია, რა მოხდა, მერე სანამ ჩაიცვა, ფეხსაცმელზე ზონარი შეუკრავს და მერე შესულა იმ ოთახში, სადაც უკვე პრეზიდენტი გარდაცვლილი დახვედრია, გვამს კი ხელში შერჩენოდა სტეჩკინის" მარკის იარაღი... თვითმკვლელობის შემთხვევაში, რომ იარაღი ხელში შერჩენოდა პრეზიდენტს, ყოვლად გამორიცხულია! ამაზე ბევრი დაიწერა, მეც დამიწერია და აღარ ვაპირებ ამ თემის განვრცობას! მე მაინტერესებს, თუ გასროლის ხმა გაიგონა პრეზიდენტის დაცვის წევრმა, რა შედის მის მოვალეობაში? იმ წამსვე უნდა შევარდნილიყო ოთახში თუ უნდა ჯერ შემოსილიყო, ფეხსაცმელი ჩაეცვა, მერე ზონრები შეეკრა და მერე შესულიყო? დაახლოებით რამდენი დრო შეიძლება გასულიყო? რამდენი წამი და წუთი?

და ბოლოს, გვანცელაძე აცხადებს, რომ ვინაიდან არ უნახავს პირადად, როგორ ისროლა თავისი ხელით პრეზიდენტმა, არ შეიძლება ჩაითვალოს მოწმედ! დალოცვილო, ახლა აცხადებ ამას? მაშ ორ ათეულ წელზე მეტი რაღას აცხადებდი პრეზიდენტის თვითმკვლელობის" შესახებ?

გავა დრო და იმედი მინდა დავიტოვო იმის, რომ გუგუშვილიც სხვანაირად ისაუბრებს, მითუმეტეს ასაკოვანი ადამიანია და მემუარებში მაინც იტყვის სიმართლეს!

რაც შეეხება მარგველანს, მას პროკურატურისთვის რამდენჯერმე აქვს ჩვენება მიცემული და ყველა ეს ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავებულია!

თუ ეს სამეული სიმართლეს არ იტყვის, მით უარესი მათთვის, რადგან მაინც ყველაფერი გაცხადდება უმაგათოდაც!" - წერს შონია.





 

big_banner
არქივი