logo_geo
ლაშა კერვალიძე: „თეატრალურის კვარტეტი“ 13 წლის გახდა
- +

17 დეკემბერი. 2016. 12:44


„თეატრალურის კვარტეტის" წევრი ლაშა კერვალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „თეატრალურის კვარტეტი" 13 წლის გახდა.


დღეს თეატრალურის კვარტეტი" 13 წლის გახდა.

ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების მანძილზე ჩვენ გვერდით იდგა და დღესაც გვიმაგრებენ ზურგს, დიდი მადლობა დავით არჩვაძეს, რომელმაც უდიდესი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ ცხოვრებაში და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაგვიცნო მსმენელმა, ასევე მადლობა ყველა იმ კომპოზიტორს და ტექსტის ავტორს, ვინც გვენდო და მოგვცა უფლება, შეგვესრულებინა ის სიმღერები, რომლებიც ასე ძალიან უყვარს ჩვენ მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ 13 წლის მანძილზე გვისმენს და გვაფასებს, ჩვენ ვგრძნობთ თქვენ გვერდით დგომას და სწორედ ეს გვაძლევს იმის სტიმულს და ძალას, რომ ამაყად ვემსახუროთ ქართულ სიმღერას, როგორც განძს, რომელიც არის შეუფასებელი!" - წერს კერვალიძე.



 

big_banner
არქივი