logo_geo
გია გაბრიჭიძე: მაჩვენეთ ერთი ქართველი, ვისაც საახალწლო სურვილად არ უნდა, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე
- +

15 დეკემბერი. 2017. 15:28



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:




„რომ ვთქვა - ვერ გავიგე ის, რაც ამ ე.წ. გოკა გაბაშვილმა თქვა, ტყუილი იქნება.

 

მან სცადა, რომ სლოგანი - „სიცოცხლით სავსე ქალაქი" გაეთანაბრებინა სლოგანებისთვის - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია", ან „გუგავა მოვა" და ამით თბილისის იმ მომავლისთვის, რაც ხალხმა აირჩია, წონა დაეგდო.

 

სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

 

მაჩვენეთ ერთი ქართველი (მარტო თბილისელებზე არ ვამბობ), ვისაც საახალწლო სურვილად არ უნდა, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე და სურს, რომ „გუგავა მოვიდეს", ან იმ „გასაკეთებელი საქმეებით", რაც „ნაცებმა" ვერ მოასწრეს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს და თუნდაც უცნობებს მიულოცოს ყველაზე სასიხარულო, საერო დღესასწაული.

 

ეჰ, პიარიც აღარ შეგიძლიათ, თქვე ბედუკუღმართებო, და იმ ტროცკისტების კვალს ადგახართ, ვისი არსებობის მთავარი არსი იყო ის, რომ ევლო დიდი ლურსმნით და სადაც კარგ მანქანას, ლამაზ ნახატს, კარგ შენობას ნახავდა, დაეკაწრა, დაემახინჯებინა და გაეფუჭებინა", - წერს გაბრიჭიძე.


 

big_banner
არქივი