logo_geo
„დასაფლავებათა ხუთწლედის“ თვალსაჩინო წარმომადგენლის ადგილი დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში არ არის!“
- +

15 დეკემბერი. 2017. 23:36



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 


„ე.წ. ანდროპოვის ყურების თაობაზე მაშინ საკრებულოს წევრი ვიყავი და მახსოვს, რამდენად ხანგრძლივი დისკუსია და დებატები იქნა გამართული ე.წ. ვარდების რევოლუციის მოედნის სახელწოდებასთან დაკავშირებით. დებატების ხანგრძლივობის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იმავე წარმომადგენლობით ორგანოში ე.წ. ვარდების რევოლუციის პარტიას წევრები ჰყავდა, მათთვის ეს საკითხი ხელშეუხებელი იყო, თუმცა საზოგადოებრივი აზრი საკრებულოს გარეთ და დეპუტატების უმრავლესობის აზრი საკრებულოს შიგნით მათი და მოედნის რევოლუციური სახელწოდების წინააღმდეგ იყო. მაგრამ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმავე მოედნის ტოპონიმიკაში ზემოთ ნახსენებ ოდიოზურ სახელწოდებას, მასზე უფრო ოდიოზური, ვერაგი და ანტიქართული სახელი გაუწევდა კონკურენციას. ანდროპოვი არის სიმბოლო ანტიქართული საბჭოური პოლიტიკისა, ჩამყაყებული პერიოდისა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ სკკპ-ის გენერალური მდივნის სახელს არაფორმალურად ქალაქის საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე უსახური და უგემოვნო ნიმუში ატარებდა.

 

მე მივესალმები იმ მშვენიერი რესტორნის აშენებას და ვთხოვ მფლობელს, შეცვალოს სახელწოდება, რადგან „დასაფლავებათა ხუთწლედის" „თვალსაჩინო" წარმომადგენლის ადგილი დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქში არ არის.", - წერს გაბუნია.


 

big_banner
არქივი