logo_geo
გიორგი უძილაური: ამ წლებმა ბევრი facebook-ელი „ელიავას მუშებივით“ „ყველაფერჩიკ“ ექსპერტებად აქცია...
- +

17 დეკემბერი. 2017. 00:30



ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„2014-2015 წლებისგან განსხვავებით, დღევანდელი ქართული facebook-ი უფრო დამშვიდებული, დაოკებული და გაადამიანურებულია. ალაგ-ალაგ კვლავ ანთია რადიკალურად მჭმუნვარეთა პატარ-პატარა კერები, მაგრამ ძველმა დუღილმა ჩაიარა.

 

ქართული facebook ბუბლიკა Nemo-ს თოლიების მსგავსად მშვიდად ელის რამე განსახილველად საკბილო ამბავს და მერე ჟრიამულით ერთვება დისკუსიაში, მანამ, სანამ ახალი თემა არ გამოჩნდება. ამ წლებმა ბევრი facebook-ელი „ელიავას მუშებივით" „ყველაფერჩიკ" ექსპერტებად აქცია და მათაც უკვე სოციალური ვალდებულება უჩნდებათ გამომწერთა მიმართ - ყველაფერზე გამოთქვან აზრი, რაც ცუდი არაა, ადამიანებს სჭირდებათ თვითრეალიზაცია, facebook ამის მშვენიერი საშუალებაა, სერიალების ყურებას და ლოთობას, დისკუსიების აქტივისტობა ნამდვილად ჯობია. თუმცა, ფაქტია, რომ ის პოლიტიკური გავლენა, რაც ჰქონდა facebook-ს 5 წლის წინ, უკვე აღარ იქნება", - წერს უძილაური.










 

big_banner
არქივი