logo_geo
ნინო ჯღარკავა: მიდი, კალა, ასე უნდათ მაგათ!
- +

17 დეკემბერი. 2017. 03:15


 

„მიდი, კალა, ასე უნდათ მაგათ!", - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს და თბილისის მერის განცხადებას აქვეყნებს, სადაც კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობას" მიმართავს:

 

„როდესაც ამბობდნენ, რომ ამ დარბაზში ბნელა, ახლა მივხვდი რატომ ბნელა. ლევან ხაბეიშვილს რომ ვუყურებ, შეენაცვლეთ ვინმე ამ ბანერის დაჭერაში.

 

ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა.

 

არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას, დამთავრდა. სიცრუით და დემაგოგიით არაფერს გაგიტარებთ", - მიმართა კალაძემ „ნაციონალებს".










 

big_banner
არქივი