logo_geo
გოგა ჩანადირი: ნათიამ მსოფლიოს შეახსენა, რომ ქართველები მუსიკალური ერი ვართ!
- +

18 დეკემბერი. 2017. 22:01


 

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ახლა ვუყურე „ვოის ოფ ჯერმენის" კონკურსზე ნათია თოდუას გამოსვლას.

ორი თვეა, ამ გოგოს ვაკვირდები.

არის საოცრად გულწრფელი, ლაღი, ბრწყინვალე ხმის მქონე და შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის სატელევიზიო მუსიკალური შოუ დიდი უპირატესობით მოიგო.

მის მწვრთნელს გაუმართლა, რომ ნათიას სახით ასეთი შეგირდი ჰყავდა.

ახლა ქილიკობენ, საქართველოში „იქს ფაქტორში" დაიწუნესო.

არც ეს მიკვირს, რადგან მაშინ, 17 წლის გოგო გამარჯვებისთვის მზად არ იყო და არც მწვრთნელი ჰყავდა.

ის ამ წარმატებამდე შრომით მივიდა და გვაჩვენა, რომ ცხოვრებაში არ არსებობს მარცხი, რომლის გამოც ხელები უნდა ჩამოვუშვათ. ხოლო გერმანიამ

გვაჩვენა, რომ ნიჭს ეროვნება არ აქვს და 84-მილიონიან ქვეყანაშიც კი შეიძლება კონკური არაგერმანელმა მოიგოს.

ვულოცავ ნათიას წარმატებას.

მან მსოფლიოს შეახსენა, რომ ქართველები მუსიკალური ერი ვართ", - წერს ჩანადირი.

 

ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. გერმანული Voice-ის გამარჯვებული ნათია თოდუა 50.10%-ით გახდა.


​ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.

გერმანული Voice-ის ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე ედ შერონი სპეციალური ნომრით წარსდგა. მუსიკალური კონკურსი The Voice of Germany ქვეყანაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს.










 

big_banner
არქივი