logo_geo
ზაზა დავითაია: ყურადღება! ესესაა უკრაინელმა კოლეგებმა მომაწოდეს სკანდალური ვიდეო, რომელიც...
- +

19 დეკემბერი. 2017. 13:42



„ყურადღება! ესესაა უკრაინელმა კოლეგებმა მომაწოდეს სკანდალური ვიდეო, რომელიც სააკოვის ცრუპენტელობას ადასტურებს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მე, ჟურნალისტ ზაზა დავითაიას სისტემატიურად მიკავშირდებიან უკრაინელი კოლეგები და მაწვდიან სააკოვის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულთა ამსახველ მასალებს, მთავაზობენ - ერთობლივად ვამხილოთ საერთაშორისო ავანტიურისტი, რომელმაც საქართველოს და უკრაინას დიდი უბედურებები დაატეხა თავს.

 

ამჯერად მომაწოდეს ვიდეო, თუ როგორ მოუწოდებს სააკაშვილი თავის ზომბირებულ მომხრეებს, შეიჭრან კიევში მდებარე "ოქტომბრის სასახლეში" და იქ თავიანთი შტაბი განათავსონ!

 

ახლახან სააკოვმა უარყო, რომ "ოქტომბრის სასახლეში" შეჭრას გეგმავდა და განაცხადა, რომ უკრაინის ოფიციალურმა ხელისუფლებამ მას პროვოკაცია მოუწყო, რასაც თურმე ეს ცრუპენტელა ემიჯნება!

 

არადა, აი, ვიდეომტკიცებულება, სასახლეში შეჭრისკენ როგორ მოუწოდებდა მომხრეებს!

 

იქნებ მისმა მომხრეებმა ამის მერე მაინც გამოიქექონ ყურები და მიხვდნენ, რომ თაღლითი აქციეს თავიანთ წინამძღოლად!" - წერს ზაზა დავითაია.


"Мы сейчас отсюда идем в Октябрьский дворец, и там будет штаб нашего координационного совета. Чтобы нас не гоняли не только по палаткам по ночам. Вы же видите, что мы ничего не перекрываем, никому ничего не мешаем, вы же видите, что все это очень мирно. Сколько бы они не говорили про перевороты - никаких переворотов мы не делаем. Мы же не идем занимать Банковую или Верховную Раду. Мы сейчас пойдем в Октябрьский дворец. Там будет штаб", - заявлял Михо.


https://www.obozrevatel.com/



 

big_banner
არქივი